1 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

1390307032-2269

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური  ფილარეტი უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ორდენზე უარს აცხადებს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ფილარეტმა უარი თქვა ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის პირველი ხარისხის ორდენზე, რომელიც მას 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა გადასცემოდა.
“იმ პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაშია, როდესაც ხალხი დაიღუპა და კიევის ცენტრში გრძელდება დაპირისპირება, ჩემი თხოვნა იქნება არ გადმომცეთ ჯილდოები. ჩემს ამ გადაწყვეტილებას ასევე მხარი დაუჭირეს წმინდა სინოდის წევრებმა და არქიეპისკოპოსებმა, რომლებიც დღეს კიევში შეიკრიბნენ”,-განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

Please follow and like us: