მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი კომპანია OAO LUKOIL-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ვაგიტ ალეკპეროვს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, ხოლო აღიარებული და სანდო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტია, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორში, როგორსაც ლოგისტიკაა.
23.01.14