ფოლკლორის ცენტრის დირექტორად გიორგი დონაძე დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გააკეთა. უწყებაში საკონსულტაციო საბჭოც შეიქმნა, რომელიც ახალ ხელმძღვანელს ცენტრის მართვისას შესაბამის კონსულტაციას გაუწევს. საბჭოს მინისტრი უხელმძღვანელებს და მასში საქართველოში თითქმის ყველა ცნობილი ფოლკლორისტი შევა. პირველ სხდომას ახლად შექმნილი საბჭო 3 იანვარს გამართავს.
23.01.14