კანადის მთავრობამ უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სავიზო სანქციები შემოიღო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საიმიგრაციო საკითხებში სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
სანქციები დაუწესდათ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კანონიერი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ რეპრესიებში და ოპოზიციის ლიდერების დაშინებაში.
როგორც ორი უწყების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი პასუხი რიგი სახელმწიფო მოხელეების საქციელზე.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადა მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საჭიროების შემთხვევაში შემდეგ ნაბიჯებს განსაზღვრავს.
29.01.14