BAM1C5_2003949c

 

ევროკავშირის წევრი დასავლეთ ევროპული სახელმწიფოს, ბელგიის კონსტიტუციის 181–ე მუხლის შესაბამისად, სასულიერო პირების ხელფასებისა და პენსიების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს ეკისრება. ამ ნორმის შესაბამისად ყველაზე დიდ დაფინანსებას კათოლიკური ეკლესიას იღებს, გარდა კათოლიკურისა სახელმწიფო აფინანსებს კიდევ ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირების ხელფასებს. ეს დენომინაციებია: პროტესტანტიზმი, იუდაიზმი, ანგლიკანობა და მართლმადიდებლური ქრისტიანობა. სახელმწიფოსაგან დანიშნული ხელფასის მოცულობა არც თუ ისე მცირეა (მაგ. დაახლოებით 1000 ევრო თვეში კათოლიკე მღვდლისთვის).

გარდა სახელფასო და საპენსიო მხარდაჭერისა ბელგიური კანონმდებლობა ეკლესიებს სხვა სახის მატერიალურ თანადგომას, დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. 2001 წლის 13 ივლისის კანონის მიხედვით, ბელგიის რეგიონული ადმინისტრაციები პასუხისმგებელნი არიან აღიარებული რელიგიების მატერიალური მხარის ორგანიზებაზე.

არსებული სისტემა აგრეთვე მოიცავს საგადასახადო შეღავათს შემოსავალზე, რომელიც მიღებულია ქონების საკუთრებიდან შენობებზე (ან შენობის ნაწილზე), რომლებშიც ხდება ღვთისმსახურება. არსებობს სხვა შეღავათებიც. მაგალითად, ქალაქმა რომელშიც მდებარეობს ეპარქია, უნდა უზრუნველყოს პასტორი საცხოვრებლით (ან საჭირო ექვივალენტური თანხით). ქალაქს აგრეთვე ეკისრება რამდენიმე სხვა ფინანსური ვალდებულება ეკლესიების მიმართ.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად, საეკლესიო ადმინისტრაციის საერო საქონელზე წარმოქმნილი დეფიციტი უნდა იფარებოდეს მუნიციპალიტეტების მიერ.

ბელგიაში აგრეთვე დიდი ყურადღება ექცევა საეკლესიო განათლების საკითხს. ბელგიის კონსტიტუციის მიხედვით, რელიგიური განათლება სავალდებულოა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშუალო სკოლების მოსწავლეთა 60%–ი კათოლიკურ სკოლებში დადის, დანარჩენი მოსწავლეები სხვა რელიგიურ და არარელიგიურ საერო სკოლებში სწავლობენ.

 

წყარო: „სახელმწიფო და ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ – გერჰარდ რობერსი

 

The Tbilisi Times

 

Please follow and like us: