საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი სოლომონია, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში სოლომონიამ ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები მოინახულა და იქ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესს გაეცნო.
ამ ეტაპზე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე შეზღუდვები მოხსნილია, გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მონიტორინგს გამოდარებამდე ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს.
03.01.14