დღეს არესებულ ბიზნეს გარემოზე და ბიზნესის სწავლებაზე საქართველოში „თბილისი თაიმსს“ სამშენებლო კომპანია „დექსუსის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ქანანაშვილი ესაუბრა.
ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, როგორია ბიზნეს გარემო საქართველოში? ახალი ხელისუფლების პირობებში თუ ხდება ხელშეყობა მსხვილი და საშუალო ბიზნესის და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, რათა უფრო მეტად წარმატებული გახდეს ბიზნეს გარემო ჩვენს ქვეყანაში?
უპირველესად უნდა ავღნიშნოთ, რომ შეუძლებელია ბიზნესი ცალსახად მაინც არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე . ამ ორი მხარის კავშირი ბუნებრივად ხდება მაგალითად, როდესაც სახელმწიფო რომელიმე კერძო კომპანიასთან შესყიდვის კონტრაქტს აფორმებს, ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან მოდის დაკვეთა, რომლის განხორციელებაც კერძო კომპანიებს ევალებათ. ასეთი მსხვილი კონტრაქტებით რა თქმა უნდა იზრდება ბიზნესის დამოკიდებულება სახელმწიფოზე, ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც მსგავსი კონტრაქტები „მახინჯ“ იდეასა და ფორმებს იძენს. სწორედ, ეს შემთხვევები ედება კორუფციას საფუძვლად, თუმცა მათი ასე ერთბაშად განხილვა შეუძლებელია. მთავარი პრობლემა ამ დარგში მაინც ისაა, რომ მთელს ბიზნეს სექტორში ძალიან დიდია პროცენტული წილი იმ კომპანიებისა, რომლებიც სახელმწიფოზე არიან დამოკიდებულები. ჩვენს ქვეყანაში იმდენად პატარა ბიზნესის მაშტაბებია, რომ ამგვარი ტენდენცია ადვილად შესამჩნევია. საბოლოო ჯამში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოში ბიზნესის წარუმატებლობისა, შემიძლია, დავასახელო ბიზნესის კეთების კლასიკური საერთაშორისო ფორმების ცოდნის ნაკლებობა.
თქვენი აზრით, როგროია ბიზნესის სწავლების დონე საქართველოში? რა ნეგატიურ და დადებით მხარეებს ხედავთ?
ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ბიზნესის სწავლება. ჩვენთან ასწავლიან ბიზნესში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობისათვის საჭირო სპეციპიკებს, დისციპლინებს ისიც მეტნაკლებად. განსაკუთრებულად გამოვყოფდი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას ESM-ს ყველაზე ძლიერ ბიზნეს სკოლას საქართველოში. სხვა სკოლებში ასწავლიან კარგ თანამშრომლობას, სხვადასხვა სპეციალობებსა და არა ბიზნესის წარმოებას., რისთვისაც უპირველესად შთაგონებაა საჭირო. აღსანიშნავია ECM-ის ბიზნეს სკოლის დამსახურება ამ დარგის წარმატებულობაში, რადგან ეს სკოლა ყოველთვის ცდილობდა სტუდენტებში საკუთარი ბიზნესის შექმნის იდეა დაენერგა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბიზნესის სწავლების მოთოდიკაში პრაქტიკული ქეისების პრობლემაა. სწორედ ეს ქეისები ავითარებენ სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევებს მომავალ მეწარმეში. ასეთი ქეისები საკმაოდ მრავლადაა მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტში. მსგავსი პრობლემა ჩემი სტუდენტობის პერიოდშიც აქტუალური იყო. არ არსებობდა ქართული პრაქტიკული ქეისები. მუშაობა გვიწევდა ამერიკულ ქეისებზე, რომლებიც ჩვენთან არსებული რეალობისთვის უცხო იყო, ამიტომაც გვიჭირდა მათი არსის გაგება.
რამდენად პროფესიონსლი და კვალიფიციური კადრები გვყავს ამ დარგში?
ვფიქრობ, რომ ლექტორების კვალიფიციურობა მთავარი პრობლემა არ არის, თუმცა მეტნაკლებად ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. თანამედროვე პერიოდში წინა დროსთან შედარებით ინფორმაცია საკმაოდ ჭარბი რაოდენობითაა წარმოდგენილი და არ ჩანს მისი ნაკლებობის პრობლემა. მითუმეტეს, როდესაც სტუდენტს ლექტორის არჩევანის საშუალება აქვს, რითაც ჩემი სტუდენტობის დროს დიდად გათამამებულები არ ვიყავით. ახლა გაცილებით მეტი გამოწვევაა ახალგაზრდებისთის და შესაბამისად მეტი საინფორმაციო წყაროა მათთვის ხელმისაწვდომი.
თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ბიზნესის სწავლების მხრივ განვითარებულ ქვეყნებში?
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ანტაგონისტური დამოკიდებულება მიჩნდება. უამრავი მაგალითი გვაქვს,როდესაც საზღვარგარეთ სასწავლებლებში ქართველი სტუდენტები საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევენ, შემიძლია ლატვიის მაგალითი შემოგთავაზოთ, სადაც დიდი აღიარება მოიპოვეს ქართველმა სტუდენტებმა. ბევრი ახალგაზრდას მენტალური მომზადების დონე საკმაოდ მაღალია, რაც მათ გონებრივ მომწიფებულობას გამოარჩევს უცხოეთში. ხშირად ამ ფაქტს მიაწერენ უცხოური სწავლების დონის სიმარტივეს, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ოლიმპიადებში ქართველი ახალგაზრდები საპრიზო კატეგორიებს იღებენ, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მიმართულებებში: ფიზიკა, მათემატიკა ასევე ინფორმატიკაში.
როგორ შაფასებდით დასაქმების მდგომარეობას საქართველოში?
თამამად შეიძლია ვთქვა, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების თითქმის 100%-ი დასაქმებულია. ხშირი პრობლემაა, როდესაც ვაკანსიის გამომცხადებელი კომპანიები ჩივიან სათანადო კადრების ნაკლებობას. მაგალითად, დღესდღეობით საკმაოდ ჭირს კვალიფიციური ოფისის მენეჯერის, გაყიდვების სპეციალისტის, ბუღალტერის კადრები. დაუსაქმებელი მოსახლეობის უმრავლესობა ამ პრობლემას სახელმწიფოს მიაწერს ხოლმე სრულიად უსაფუძვლოდ. მათ თავად არ სურთ რაიმე ღირებულის შექმნა, ამიტომაც იმ შემთხვევაში თუ ვერ ვახერხებთ საკუთარი წარმოების შემუშავებას საჭიროა მინიმუმ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება საარსებოდ.
სამშენებლო კომპანიები ამჟამად მძიმე გამოწვევებისა და კრიზისული პერიოდის წინაშე დგანან, ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ ჩაატარა ბლიც-გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ სამშენებლო კომპანიების 90%-ი ფინანსურად კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან, როგორც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, როგორ შეაფასებდით მდგომარეობას ამ დარგის მიმართულებით?
შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ძალიან კარგი და ნატურალური სიტუაციაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბაზარზე მოხდა ტრანსფორმაცია. შეიძლება ითქვას, რომ არასწორად მმართული კომპანიები ბაზარს ჩამოსცილდნენ. დღვანდელი უძრავი ქონების ბაზარი უფრო მცირეა შვიდი წლის წინანდელ არსებულ რაოდენობასთან შედარებით, თუმცა გაცილებით ჯანსაღია. ვგულისხმობ იმას, რომ ბაზარზე ახალი ერა დაიწყო, გაჩნდნენ ახალი კონკურენტუნარიანი დეველოპერები, გამოჩდნენ პროფესიონალები, გამოჩნდენენ კომპანიები სწორად სტრუქტურირებული ფინანსებით, გაიზარდა მომხმარებლის ცოდნამ პროდუციაზე და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნამ ხარისხიან პროდუქციაზე, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკეთესობისკენ შეიცვალნენ ბანკები ანუ შუამავლი, ხელისშემწყობი ორგანოები კლიენტსა და კომპანიას შორის. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ უძრავი ქონების დეველოპერებს სხვა კომპანიებთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. საბოლოო ჯამში სიტუაცია ამ მხრივ სტაბილურია, რა თქმა უნდა არსებობს რამდენიმე კრიზისული კომპანია, თუმცა მათი სავაჭრო ბაზარზე „გაწოვის“ საკითხი მხოლოდ დროის ფაქტორია.
და ბოლოს რას ურჩევდით მომავალ თაობას წარმატებული ბიზნესის წარმოებისათვის?
წარმატებული ბიზნესის წარმოებისათვის აუცილებელია ხედვის სწორად ჩამოყალიბება, ამ ხედვის ფორმირება უნდა მოხდეს ზოგადიდან კონკრეტულამდე, ასევე აუცილებელია დოგმების დამსხვრევა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული მდგომარეობა, გამოწვევების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია გლობალური აზროვნება, რადგან თანამედროვე ეპოქაში ერთმანეთს კონკურენციას არა კომპანიები ან კორპორაციები, არამედ ინდივიდები უწევენ. წარმატებისთვის აუცილებელია მენტორის ყოლა. ადამიანი, რომელიც თქვენთვის ინფორმაციისა და გამოცდილების წყარო გახდება. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ როგორც ასეთი წარმატების ფორმულა დადგენილი სახით არ არსებობს, თუმცა შრომისმოყვარეობა, წიგნების კითხვა, ცოდნის გაღრმავება და შთაგონება ამ ფორმულის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტებია.
05.01.14
მარიამ გელაშვილი