საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობაზე, ამ ბიზნესში მყოფ ლობისტებზე და ე.წ მაფიასთან ბროძლისას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების კვალის არსებობაზე „თბილისი თაიმს“ პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ესაუბრა.
ბატონო ირაკლი, საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ უკანონოდ იარაღის ვაჭრობის გამო მის წინააღმდეგ იყო აღძრული საქმე. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და როგორ შეაფასებდით მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ?
მიმაჩნია, რომ ადამიანის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ ძალიან ნორმალური მოვლენაა. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას, იარაღის ლობს დიდი ფული აქვს და ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ კეზერაშვილს ,,პატრონები გამოუჩნდნენ’’. მინდა ავღნიშნო, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობა მსოფლიოში ყველაზე დიდი და სისხლიანი ბიზნესია, რომელიც ადამიანების მოკვლით აკეთებს ფულს…
იარაღის უკანონო ვაჭრობასაზე საუბრის დროს ხშირად იკვეთებოდა თემურ ალასანიას გვარიც. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით…
თემურ ალასანიასთან დაკავშირებით მე უკვე ბევრი კომენტარი მაქვს გაკეთებული. ის გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ,,იარაღის ბარიგა’’- ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკი.
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მიერ შეძენილ იარაღს აღნიშნული პირები სხვა ქვეყნებში ყიდიდნენ, შეიძლება თუ არა ამ ვითარებას დავუკავშიროთ ის შედეგი, რაც 2008 წელს რუსეთთან ომის დროს მივიღეთ?
,,ბელ ტრეიდინგ & კონსალტინგ’’-ის მოღვაწეობა უკავშირდენა უკანონო ვაჭრობას, რომლის შედეგადაც საქართველომ ძალიან დიდი რაოდენობით ფული დაკარგა (როგორც ამბობენ, ამ ფულის რაოდენობა მილიარდობით იყო). რა თქმა უნდა რუსეთთან ომის ასეთი შედეგიც დაკავშირებული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და იმ ფაქტთან, რომ საქართველოსთვის კუთვნილი იარაღი იყიდებოდა მესამე ქვეყნებში..
თქვენ არაერთელ აღინიშნავთ, რომ ზურაბ ჟვანია კონტრაბანდას აღუდგა წინ, რომ მისი გარდაცვალება თემურ ალასანიას და ერიკ გუდისის ინტერესებს უკავშირდება. არსებობს თუ არა ამის მტკიცებულებები?
მე ზურაბ ჟვანიას გამოძიების დეტალებში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ზურაბ ჟვანია გუდისის სარფიან წინადადებას კონტრაბანდასთან დაკავშირებით წინ აღუდგა. ეს, რა თქმა უნდა, საფუძვლიან ეჭვს აჩენს. გუდისმა აგრეთვე ჩემს გასაგონად დაიმუქრა, რომ ჟვანია 2005 წლის თებერვლის ბოლოს თავის თანამდებობაზე აღარ იქნებოდა. საუბედუროდ ეს მუქარა ახდა.
06.02.14
მარინა ფიდუაშვილი