სამსახიობო ხელოვნება ისევე, როგორც კულტურის სხვა დარგები დაფასებას მოითხოვს. დღეს საქართველოში ხელოვანებს არ აქვთ ის გარემო რაც მათ ნიჭს ღირსეულად შეაფასებს და დააფასებს. ამიტომ არის შემთხვევები, როცა ქვეყნიდან ნიჭიერ ხელოვანთა გადინება ხდება და სამშობლოდან შორს უწევთ განაგრძონ საკუთარი კარიერა და შეიქმნან გარემო სადაც უკეთ იგრძნობენ თავს.

ქართველი მსახიობი ხათუნა იოსელიანი წლების წინ წავიდა საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად ქალბატონი ხათუნა ნიუ იორკში განაგრძობს თავის მოღვაწეობას. 2014 წლის 9 იანვარს მსახიობს 70 წელი შეუსრულდა. საინფორმაციო სააგენტო ,,თბილისი თაიმსი“ ულოცავს ამ იუბილეს ქართველ მსახიობს. ჩვენ მას ამერიკაში დავუკავშირდით და ქართული კულტურის დღევანდელობის შეფასება ვთხოვეთ.

ქალბატონო ხათუნა. როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ კულტურულ მდგომარეობას, რომელი სფეროა განსაკუთრებით მისახედი?

6413_100217439993973_4361830_nჩემი აზრით კულტურის ყველა სფერო საჭიროებს მიხედვას. თეატრი, კინო, ესტრადა… ახლა სერიალების ბუმია. შეხედეთ ნებისმიერ სახელმწიფოს თურქეთს, რუსეთს, ამერიკას რაფულს დებენ ამ ინდუსტრიაში. კარგი რეზულტატი კარგი დაფინანსებით ხდება.  იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას უმაღლესი დონის არტისტების კოჰორტა გვყავდა, გვყავს და გვეყოლება. პატივი ეცით საკუთარს!

ძველი და არსებული ხელისუფლების პირობებში განხორციელდა თუ არა რაიმე სახის მკვეთრი ცვლილება, რომ როგორც სამსახიობო ხელოვნების წარმომადგენელს გეგრძნოთ ეს სიახლე?

არვიცი. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ისე კი მესმოდა, რომ ივანიშვილი ეხმარებოდა თეატრებს, მსახიობებს. მაგალითად მოზარდ მაყურებელთა თეატრს, მარჯანიშვილის თეატრს და ასე შემდეგ. ასე რომ…

რა საქმიანობით ხართ დაკავებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და გეძლევათ თუ არა საშუალება დაკავდეთ თქვენი პროფესიით?

რასაკვირველია მეძლევა ამის საშუალება. მეძლევა დღიდან ნიუ იორკში ჩამოსვლისა. ვარ გაერთიანებული ,,დანსინგქვრეინის“ ნიუ-იორკის ქართულ დასში, რომელსაც ხელმძღვანელობენ ლიკა ბახტურიძე-სირელსონი და მისი მეუღლე ვიქტორ სირელსონი,  რომელიც უზომოდ შეყვარებულია ქართულ კულტურაზე.

რაც შემეხება მე, დავდგი სამი სპექტაკლი: ,,ნაცარქექია“, ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსი“. მინდა გითხრათ, რომ მყავს შესანისშნავი მეგობარი ოპერატორი ზურა ქათამაძე, ის, რომ არა ჩემი ოცნება არ განხორციელდებოდა, ვერ მოვახერხებდი ეკრანის და სცენის გაიგივებას. დავდგი ,,თეთრი ბაირაღები“. მონაწილეობენ, როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი არტისტები. ესენია: ზაზა ნაკაშიძე – ანრი კალანდარიშვილი, ლიმონა – დათო ტოპრაკაშვილი, ტიგრანა – გიორგი ფოცხვერია, შოშია – სოსო თოლორაია, გოგოლი –  ზურა სიხარულიძე, გამცემლიძე – გიორგი ნარიმანიძე, მოშიაშვილი – თემო ჟღენტი, ისიდორე – მიშა ინაძე, მებურიშვილი – თენგიზ ილიაევი, ჭეიშვილი – ირექს ლებანიძე, ნუნუ ექიმი – ცუცა კაპანაძე, გამომძიებლები – ირინა ჩინაშვილი.

408879_371719636177084_1786886808_nროგორ ფიქრობთ რა უნდა გააკეთოს შემოქმედმა, რომ ის დააფასოს, როგორც ერმა ისე სახელმწიფომ?

სახელმწიფომ უნდა მოიცალოს, თავისი ხალხისთვის. ერი ყოველთვის აფასებდა თავის რჩეულებს.

აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას და არის თუ არა პერსპექტივა კვლავ გიხილოთ ქართულ სამსახიობო ხელოვნებაში?

მე დღესაც ჩემს სამშობლოში ვარ. არასოდეს გავემიჯნები მას, თუ დამაკავებენ პროფესიით სიხარულით გამოვფრინდები.

და ბოლოს რა იქნება თქვენი უდიდესი სურვილი სამშობლოსადმი და რას ეტყოდით ქართულ საზოგადოებას?

აღსდექ საქართველო !

17.02.14 

გიორგი ჩუბინიძე

გაზიარება