კიევში, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე შინაგანი ჯარსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებმა ძალოვანებს ქვები დაუშინეს, რაზეც საპასუხოდ ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
ამასთან, აქტივისტები ძალოვანების კარდონის გარღვევას და უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან მიახლოებას ცდილობენ.
უკრაინულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრუშევსკის ქუჩაზე კვლავ საბურავებს წვავენ და კოლონებს აგებენ. გრუშევის კუჩაზე ამ დროისთვის დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი.
18.02.14