საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს იოაჰიმ გაუკს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიუულ რეფორმებს, საქართველოს სწრაფვას ევროპასა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ და გერმანიის ფედრაციის როლს ამ პროცესში.
გერმანიის პრეზიდენტმა დადებითან შეაფასა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ დემოკრატიული ცვლილებები და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაფართოების აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება ესვროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და იმ გამოწვევებს დაეთმო, რომელიც საქართველოს შეთანხმების ხელმოწერამდე ელის.
20.02.14