მიხარია, რომ ხალხის მხარეს გადმოვედი და მათ გვერდით ვარ. ამის შესახებ მაიდნის სცენიდან დემონსტრანტებს შინაგანი ჯარების პოდპოლკოვნიკმა მიმართა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებს ჩაბარდა.
ამასთან, მაიდანიდან რამდენიმე წუთის წინ გაისმა მოწოდება ძალოვანების მიმართ, რომ თუ ისინი პოსტს დატოვებენ, პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.
20.02.14