2013 წელი იყო საინტერესო წელი საქართველოს ეკონიმიკისათვის. გასულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ნოემბრის დასაწყისში ვარაუდობდნენ, ნაცვალად პესიმისტური 2-2,5 %-ის, ზრდამ წინასწარი მონაცემებით 3,1%-ი შეადგინა. სავარაუდოდ გაზაფხულზე, როცა სოფლის მეურნეობის მოცულობის შესახებ მონაცემები დაზუსტდება, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3,5%-3,6% მდე გაიზრდება. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ის წარსულია, რომლის შესახებაც მომავალში გავიგებთ. რეალურად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის გარკვევაა, რა დასკვნებს გამოვიტანთ გასული წლის ეკონომიკის ანალიზიდან, რა გველის 2014 წელს და რას აპირებს ხელისუფლება ეკონომიკის ასამუშავებლად.
მცირემიწიანები, ელექტრო ცელები და შემცირებული დაფინანსების სარგებელი
ერთ -ერთი, რაც ყველაზე საინტერესოა, არის ის, თუ რას გეგმავს წელს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით, რომელიც გასულ წელს პრიორიტეტული იყო და ეკონომიკის ზრდაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ მხრივ ყველაზე დასამახსოვრებელი გახდა მცირემიწიან გლეხთა მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც წელსაც გაგრძელდება, მაგრამ აშკარად შემცირებული მოცულობით. “ 600 ლარი ყველა მცირემიწიან გლეხს და ფერმერს 5 ჰექტრამდე მიწის მოვლისათვის!“ – გასული წლის შესანიშნავი ლოზუნგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ , როცა მისი მარგი ქმედების მაჩვენებელი 70%-ს მაინც გადააბიჯებს. რეალურად კი რა მოხდა?! მოხდა ის, რომ გამოყოფილი 195 მილიონიდან (ლარი) გლეხებმა 190 მილიონი აითვისეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არაპროდუქტიულად გაიხარჯა.
გავაანალიზოთ ფაქტები… როგორც წლის ბოლოს გაირკვა, დახმარება მიღებულ ბენეფიციარების 93%-ს ფლობელობაში 5 ჰექტრის ნაცვლად მხოლოდ 0,25-1,25 ჰექტარი მიწის ფართობი ჰქონდა. შესაბამისად მიწის დამუშავებისათვის დახარჯულმა თანხამ 24 მილიონ ლარი შეადგინა, რაც მხარდაჭერის პროგრამის მთლიანი თანხის (195 მლნ ლარი) მხოლოდ 12%-ს შეადგენს. შედარებისათვის, გლეხებმა პროგრამის ფარგლებში 2-ჯერ მეტი, ანუ 53 მლნ გახარჯეს სასოფლო სამეურნეო, უფრო სწორედ, საკარმიდამო ინვენტარის შესაძენად. ძირითადად იყიდეს გაზონის საკრეჭი ელექტრო ცელები და სხვა მსგავსი არაპროდუქტიული ინვენტარი. ზოგმა შეიძლება, იკითხოს – რით არის ცუდი, თუ გლეხი ეზოს კომფორტულად მოუვლის?- ცუდი არ არის! მაგრამ ამისთვის მრავლათეულმილიონიანი სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა, (იმ ფონზე როცა აგრარულ სექტორში უამრავი რეალური პრობლემაა დაგროვილი), რბილად რომ ვთქვათ, არამიზანშეწონილია.
2014 წელს ვითარება რადიკალურად იცვლება. მცირემიწიანთა მხადაჭერისათვის 190 მილიონის ნაცვლად 90 მილონამდე დაიხარჯება. გლეხს მიწის მოხვნისათვის ერთ ჰექტარზე 140 ლარი მიეცემა ეგრეთწოდებულ ხვნის ბარათით, ხოლო სასუქისათვის, სათესლე მასალისათვის, შხამქიკატებისათვის 50 ლარი მიეცემა ე.წ. აგრობრათის მეშვეობით.
ის ფაქტი, რომ საკარმიდამო ინვენტარის შეძენა გლეხს არ დაუფინანსდება დადებითია და ხარჯების რაციონალიზაციის ფარგლებში ჯდება. მაგრამ 600 ლარიდან დახმარების 190-200 ლარამდე შემცირება მეტისმეტად მკვეთრია და მას თანათანობითი კლების ელფერი არ აქვს.
ახლა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა გახდეს დააფინანსოს მიზნობრივი მიმართულებები და დახარჯოს დაზოგილი თანხა ეფექტიანად. პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს სოფლის მეურნეობის ის მთავარი პრობლემა, რომელიც მას განვითარების გზას უკეტავს.
პრობლემის ილუსტრირებისათვის, გავიხსენოთ შემთხვევა, რომელიც დეკემბერში დაფიქსირდა…
გადამყიდველთა ტყვეობაში
აჭარაში ცისტრუსის დიდი მოსავალი მოვიდა. წვრილმა ფერმერებმა მოსავლის ჩაბარება რის ვაივაგლახით შეძლეს. მანდარინის ფასი 10-15 -20 თეთრის ფარგლებში მერყეობდა და მის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო სუბსიდია შეადგენდა. პარალელურად თბილისში მანდარინის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე 2 ლარს აღწევდა…
გამოდის, რომ გადამყიდველებმა მინიმუმ 10 -ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე პროდუქტის უშუალო მწარმოებლებმა. ეს ტენდენცია თითქმის ყველა აგრარულ პროდუქტს ეხება. გლეხი ჩალის ფასად ყიდის გადამყიდველები ზემოგებებს იღებენ. უკმაყოფილოა გლეხი, უკმაყოფილოა მომხმარებელი. აი, აქ მახსენდება ერთი ცნობილი გამონათქვამი – „ბანანის რესპუბლიკა“. ამ ტერმინით მოიხსენებენ იმ აზია-აფრიკულ ქვეყნებს სადაც ბანანს ჩალის ფასად ყიდულობენ და ევროპასა და სხვა ქვეყნებში ძვირად ყიდიან. ღარიბი აფრიკა ღარიბი რჩება, თუმცა ბანანის ექსპორტი განუხრელად იზდება. იგივე სურათია საქართველოში. ჩვენ 2013 წელს, ხატოვნად რომ ვთქვათ „მანდარინის რესპუბლიკა“ ვიყავით. ქვეყანაში მოშლილია კონკურენტუნარიანი და კონკურენციული შიდა ლოგისტიკა, დისტრიბუცია, სასაქონლო მარაგების მართვა, სასაწყობო მეურნეობა. გლეხი პროდუქტს სასაცილოდ იაფ ფასად ყიდის,- მომხმარებელი მას კიდევ უფრო სასაცილოდ ძვირად ყიდულობს. მოგებაშია შუალედური რგოლი.
აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს აგრარული პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის, ლოგისტიკური ცენტრების და კავშირების გამართვის პროცესს. ადგილობრივი მუნიციპალტეტების, სოფლის მურნეობის სამინისტროს, საქართველოს მხვილი ქალაქების განსაკუთრებით დედაქალაქის მჭიდრო თანმშრომლობის საფუძველზე შესაძლებლია ისეთი საკომუნიკაციო პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომელიც გლეხს საშუალებას მიცემს პროდუქტი მომხმარებლამდე თავისუფლად მიიტანოს და სადისტრიბუცო მომსახურებისათვის პროდუქციის ღირებულების 10-15%-ზე მეტი არ დაეხარჯოს. ის დაზოგილი 100 მილიონი ლარი, რომელიც მცირე მიწიანი ბენეფიციარების მხარდაჭერის პროგრამას წელს მოაკლდა სასვებით საკმარისი იქნება ზემოთაღნიშნული საკითხის გადასაჭრელად. თანაც ისე, რომ დახარჯული თანხის უკან ამოღება შესაძლებელი გახდება და სახელმწიფოც არ დაზარალდება.
დღეს, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კონტექსტში სახელმწიფოს მთავარი გამოწვევაა ფერმერის შრომა გახადოს დაფასებული და სოფლად ცხოვრება გახდეს არა არსებობის და გადარჩენისათვის ბრძოლის ასპარეზი, არამედ საშულო ფენის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობა.
26.02.14