თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
გოგა ონიანს თავდებში 26 დეპუტატი ჩაუდგა, რომლებიც ონიანის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.
26.02.14