unnamed (1)შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი  ირაკლი ყურაშვილი ოფიციალური ვიზიტით  აარგაუს კანტონს ეწვია. ელჩმა შეხვედრა კანტონის პრეზიდენტთან  როლანდ ბროგლისთან გამართა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ინოვაციებითა და მზარდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე  კანტონთან სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

ირაკლი ყურაშვილმა როლანდ ბროგლი ციურიხში დაგეგმილ ქართულ-შვეიცარიულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიპატიჟა. ბიზნეს-ფორუმი შვეიცარიის ქ. ციურიხში 25 მარტს  გაიმართება, ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი  გახსნის.

ფორუმში მონაწილეობას, ქართული და შვეიცარიული კომპანიები და ასევე  შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ.

26.02.14

 

 

Please follow and like us: