7aministro უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ჟღენტმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.  მათ ასევე ისაუბრეს  ~ახალი აბრეშუმის გზის~ იდეაზე  და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ფუნქციასა და უზბეკეთის მხრიდან პროექტის ხელშეწყობის საკითხზე.

ელჩმა უზბეკეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, მიმდინარე რეფორმების, ასევე საგარეო პოლიტიკური საკითხების,  მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის შესახებ.

უზბეკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

27.02.14

 

Please follow and like us: