რუსეთის არმიამ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილის შტურმი დაიწყო. “უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია “უდარის” წევრი დიმიტრი ბილოცერკოვეცი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს.
“რუსულმა არმიამ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 39-ე დანაყოფის შტურმი დაიწყო. ჩვენებმა შესასვლელი “ბეტეერით” ჩახერგეს და თავდაცვისთვის ემზადებიან. ჟურნალისტებს ვთხოვთ გააშუქონ ეს”, – წერს დიმიტრი ბილოცერკოვეცი.
02.03.14