ინდონეზიაში, ჯაკარტაში, კაცილის თეატრის ხელოვნების ცენტრში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ცნობილი ქართველი კინემატოგრაფის მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო.
ღონიძიებას ინდონეზიაში აკრედიტებული დიპლომატები და ინდონეზიელი კინოხელოვანები, მათ შორის ახალგაზრდა რეჟისორები დაესწრნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძემ. ელჩმა ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაზე, რეგიონში მის მნიშვნელობაზე, ქართულის კინოს განვითარების აუცილებლობასა და მსოფლიო ბაზარზე ქართული კინოხელოვნების პერსპექტივებზე ისაუბრა. კინოჩვენების ფარგლებში გაიმართა ქართული ბატიკის გამოფენაც.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ინდონეზიაში საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და ტრადიციული ტკბილეულობით გაუმასპინძლდა.
03.03.14