unnamedიაპონიის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა იაპონიაში საქართველოს ელჩის ლევან ცინცაძის შეხვედრა იაპონიის თავდაცვის მინისტრთან  იცუნორი ონოდერასთან.

განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას იაპონიაში მოსალოდნელი ვიზიტის საკითხი.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იცუნორი ონოდერამ ხაზი გაუსვა  იაპონიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში მეტად ნაყოფიერი იქნება.

შეხვედრაზე ელჩმა ლევან ცინცაძემ საქართველო-იაპონიის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით იაპონურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. საქართველოს ელჩმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას.

04.03.14

Please follow and like us: