მინისტრმა უმაღლეს კომისარს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება გააცნო. გაეროს უმაღლესმა კომისარმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგიის შემუშავება. ასევე ნავანეთემ პილაი მიესალმა საქართველოს მხრიდან უნარშეზღუდულ ადამიანთა საერთაშორისო კონვენციის მიერთებას.
ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ახლო მომავალში საქართველოში სტუმრობას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მოსალოდნელი ვიზიტის ტექნიკური დეტალები განიხილეს. ნავანეთამ პილაიმ სურვილი გამოთქვა ადგილზე გაეცნოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ჟენევაში გაეროს ოფისის მოქმედ გენერალურ დირექტორს მიქაელ მიოლერს.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს 25-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში.
06.03.14