რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა შეთანხმდნენ, რომ უკრაინის კრიზისი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს, – განცხადება ამის შესახებ პარიზში ვიზიტისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.
ჯონ კერი საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
“შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს. კონფრონტაციის გაგრძელება არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის”, – აღნიშნა ჯონ კერიმ.
სერგეი ლავროვი კი პარიზში მოლაპარაკებებზე დასასწრებად ჩასულ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეხვდა.
06.03.14