საქრთველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძე ლიტვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გედიმინას კირკილასს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ლიტვა-საქარტველოს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გედიმინას კირკილასმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა აღნიშნა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების სრული მხარდაჭერა და დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და პროგრესი.
მხარეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს არსებული კრიზისის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას.
09.03.14