“თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებით, გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმის ფარგლებში შეუჩერა. ამ საქმეზე უგულავას 50-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. საუბარია 50-მდე მილიონი ლარზე.
გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
12.03.14