თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს ყირიმელ თათრებს, თუ მათზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდება.
ყირიმელი თათრების მეჯლისის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა იზმირში, ყირიმელი თათრების ლიდერ მუსტაფა ჯემილიევთან შეხვედრაზე განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყირიმში შექმნილი კრიზისი და შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზები განიხილეს.
შეხვედრაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყირიმის კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირების და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევობის მომხრეა.
როგორც მუსტაფა ჯემილიევმა განაცხადა, თურქეთის პრემიერი წინააღმდეგია უკრაინის შიდა საქმეებში მესამე ძალის ჩარევის და აცხადებს, რომ თურქეთი ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის აღიარებას არ აპირებს.
ჯემილიევის ინფორმაციით, ერდორანი მიიჩნევს, რომ გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.
17.03.14