გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს უკრაინას ეწვევა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, გაერო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვს შეხვდება.
ბან კი მუნი კიევში მოსკოვიდან ჩავა, სადაც ბან კი მუნი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.
რაც შეეხება უკრაინაში ვიზტს, როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე.
21.03.14