1353330167_irakli-charkvianiსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და “ბრავო რექორდსი” ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისგან შემდგარ CD ალბომს გამოუშვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც “თბილისი თაიმს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, CD ალბომი, სახელწოდებით The best of KING გააერთიანებს ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებს, ალბომში შევა მუსიკოსის ყველა დროის 12 ჰიტი.

მუსიკალურ ალბომს თანდართული ექნება მინი კატალოგი, რომელიც მოიცავს ირაკლი ჩარკვიანის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოებს, ჩანაწერებსა და საუკეთესო ლექსებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსიკალური ნაწარმოებების დასუფთავება და ალბომის დიზაინის კონცეფციის დამუშავება.

პროექტზე მუშაობა სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება და ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებულის შეძენა ყველა მსურველს ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში შეეძლება.

21.03.14

Please follow and like us: