ევროკავშირმა და უკრაინამ ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებას ხელი ევროკავშირის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოსე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა, ხოლო უკრაინის მხრიდან – პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უკრაინას და ევროკავშირს შორის გასული წლის ნოემბერში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტზე იგეგმებოდა, თუმცა მაშინდელმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
21.03.14