5 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
6 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
6 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
6 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
9 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

unnamed (3)საქართველოს ვიზიტით ეწვია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის  დელეგაცია დაზვერვის საკითხებში მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ მაიკ როჯერსის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში,  21 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ  ამავე კომიტეტის აპარატის წევრები.

კონგრესმენმა როჯერსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. ასევე, აშშ-საქართველოს შორის არსებული მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი. საუბარი აგრეთვე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

22.03.14

 

 

Please follow and like us: