სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1567 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 440 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (23 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1127 მლნ აშშ დოლარს (15 %-ით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-თებერვალში 687 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 394 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 99 მლნ აშშ დოლარი იყო (48 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 295 მლნ აშშ დოლარი (2 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 25% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 22% და იმპორტში 26%. (2013 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 19 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 36% (2013 წლის იანვარ-თებერვალში 29 %).
დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ამავე პერიოდში 549 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 23 %ით მეტი).
აქედან ექსპორტმა 233 მლნ აშშ დოლარს (30% ით მეტი), ხოლო იმპორტმა 316 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (18% ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35% იყო, მათ შორის ექსპორტში 53 % და იმპორტში 28 %. (2013 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 33, 50 და 27%). 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12% (2013 წლის იანვარ-თებერვალში14%).
2014 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (226 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (188 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (122 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 77 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 18% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 57 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 13%. მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 32 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7% შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 114 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 92 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8% იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 88 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8 %).
24.03.14