სამშაბათს, 25 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფორუმი – „დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების დოქტრინა“.
ფორუმი იმართება ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ დოქტრინას ორგანიზებით.
ფორუმზე განიხილება თბილისის ეკოლოგიური საფრთხეები და მისი განეიტრალების სტრატეგიები, მეთოდები და პოლიტიკური კონცეპტები.
წარმოდგენილი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის, სამოქალაქო და კერძო სექტორებისათვის.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები.
24.03.14