unnamed (1)საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლადო ჭანტურია საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების (DGAP) ბერტოლდ ბაიტცის ცენტრის ხელმძღვანელს, დოქტ. ევალდ ბოელკეს (Dr. Ewald Boehlke) შეხვდა.

შეხვედრა ბერლინში, საქართველოს საელჩოში შედგა. მხარეებმა განიხილეს უახლოეს მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე.

საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას და ამ კუთხით გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიას შედეგად შექმნილ რთულ ვითარებას.

ბერტოლდ ბაიტცის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა, უფრო გაააქტიუროს ურთიერთობები ქართულ მხარესთან.

28.03.14

Please follow and like us: