1396257181საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „რეგიონებში ანიმაციური სტუდიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში გერმანელი პროფესორი, ანიმატორი არტურ კლოსე საქართველოს რეგიონებს ეწვევა.

არტურ კლოსე თელავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში ქართველ ანიმატორებთან ერთად ჩაატარებს მასტერკლასებს მოზარდებისთვის.

გამორჩეული ნიჭის მქონე მოსწავლეები გაემგზავრებიან ფრანკფურტში და გერმანელ თანატოლებთან ერთად იმუშავებენ ანიმაციური ფილმის შექმნაზე.

ამავე პროექტის ფარგლებში, თელავის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის სამხატვრო სასწავლებლებს უცხოელი სტუმრები საჩუქრად გადასცემენ თანამედროვე კომპიუტერებს და ანიმაციური ფილმების წარმოებისთვის საჭირო ძვირადღირებულ ტექნიკას.

პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების“ პროგრამის ფარგლებში.

31.03.14

Please follow and like us: