საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მოსახლოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერი წალენჯიხის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორის თხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგებს არ აქვთ პედაგოგის სტატუსი და არც იმ შეღავათებით სარგებლობენ, რითაც საჯარო სკოლის პედაგოგები. ბაღის დირექტორმა პრემიერს ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საბავშვო ბაღები არის უმნიშვნელოვანესი დაწესებულება და საბავშვო ბაღის პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ პედაგოგის სტატუსი.
“მე მინდა, ახლავე მივმართო განათლების და მეცნიერების მინისტრს, სასწრაფოდ მოამზადოს ეს საკითხი და წარმოადგინოს მთავრობაზე განსახილველად”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
02.04.14