პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, თუ ვინმეს არეულობა აწყობს, ეს “ნაციონალური მოძრაობაა”.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, შს მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, თუ “ნაციონალურ მოძრაობას” არ მოსწონს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეშია, ეს არეულობის გზით არ უნდა გადაწყვიტონ.
“ნაციონალურ მოძრაობას” არ მოსწონს, რომ კითხვები არის მათ მიმართ, არ მოსწონს, რომ პასუხისმგებლობის ქვეშ არიან ადამიანები, ვისაც კავშირი ჰქონდა დანაშაულთან. ერთადერთი გზა, მათი თვალით დანახული, არის არეულობა. თუ ეს ასე აქვთ დაგეგმილი, ამას არავინ დაუშვებს. შს სამინისტრომაც და ყველა სამართალდამცავმა სტრუქტურამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, მოსალოდნელი არეულობის აღკვეთა, არანაირი არეულობა ქვეყანაში არ განმეორდება, არანაირი მაიდნის საქართველოში განმეორება არ მოხდება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ მათ არ მოსწონთ, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეშია, ეს არეულობის გზით არ უნდა გადაწყვიტონ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა კობახიძემ.
შს მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისა და საქართველოში ევრომაიდნის სცენარის განმეორების შესახებ მოსაზრება გამოთქვა.
07.04.14