unnamed (2)დღეს,  დაგეგმილია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის ვიზიტი საქართველოში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება დანიელი მინისტრის შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან.

შეხვედრის შემდეგ შედგება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია; მაია ფანჯიკიძე და მარტინ ლიდეგორდი გვირგვინით შეამკობენ 9 აპრილის მემორიალს;

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან (11:00) და საქართველოს პრეზიდენტთან . დანიელი მინისტრი ამავე დღეს მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას წეროვანში.

ვიზიტის ფარგლებში გასამართი შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.

09.04.14

Please follow and like us: