საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს, 9 აპრილის სახელობის ბაღში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად მათი სახელობის ნერგებს დარგავენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქცია საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივის “მწვანე მომავალი” ფარგლებში ხორციელდება და მთავრობის წევრები იფანს, ნეკერჩხალს, ტუიას, ელდარის ფიჭვსა და ბზას დარგავენ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
09.04.14