სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
კათოლიკოს-პატრიარქი რუსთაველზე მემორიალთან მივიდა და 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
უწმინდესთან ერთად მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იმყოფებოდნენ.
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
“9 აპრილიდან 25 წელი გავიდა. ეს დღე იქცა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებამც თავი შესწირეს ამ ბრძოლას. 9 აპრილს აქვს ორმაგი დატვირთვა. 1989 წელს განვითარდა ტრაგიკული მოვლენები, რამაც ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება განაპირობა. მე მოვედი იმისთვის, რომ პატივი მივაგო ამ ადამიანთა ხსოვნას”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
09.04.14