Maia_Panjikidze_01_Senate_of_Polandდღეს იწყება საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან, ასევე ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრიდრიხ-ებერტის ფონდში გამოვა მოხსენებით თემაზე  „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული ორიენტაცია“.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილული იქნება როგორც ორმხრივი, ასევე საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის თემატიკა.

10.04.14

Please follow and like us: