margishvქართულ ჭიდაობას, როგორც ხელოვნების და სპორტის უნიკალურ სახეობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.

როგორც მთავრობის დღევადელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა, შესაბამის საკითხს სამინისტრო მომავალ კვირას დაამტკიცებს.

“შემდგომი პროცედურა ეროვნული კატეგორიის განსაზღვრაა, შემდეგ არის უკვე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსად განხილვა. ამას გარკვეული ვადა სჭირდება. გრძელვადიან პერიოდში ჩვენი სურვილი და ინტერესია, რომ იუნესკომდე მივიდეთ, თუმცა პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო”, – განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის შეფასებით, ქართული ჭიდაობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის აღიარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

“გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ ჩვენთან შეთანხმებით მიიღო, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნის აღიარებისკენ წინ გაგადგმული ნაბიჯი”, – განმარტა ყიფიანმა.

10.04.14

Please follow and like us: