ფრანკ-ვალტერ-შტაინმაიერი-620x330გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უახლოეს პერიოდში თბილისს ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ ბერლინში კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  “ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთი კვირის წინ შევხვედროდით ერთმანეთს ბრიუსელში, დღეს ჩვენ ვხვდებით აქ, ბერლინში, ხოლო უახლოეს ორ კვირაში ბატონი შტაინმაიერი თბილისს ეწვევა. ივნისის დასაწყისში გერმანიის ფედერალური კანცლერის მოწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტუმრება ბერლინს. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და ჩვენს შორის არსებულ ინტენსიურ დიალოგს”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მინისტრის განცხადებით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, ასევე, რეგიონში შექმნილ ვითარებას, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებს. გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კრისტოფ ჰოისგენთან და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როიტგენთან. 11.04.14

Please follow and like us: