გერმანელი ემიგრანტების წერილი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას: ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებთ თვალ-ყურს საქართველოში საყდრისის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას და ვუერთდებით იმ შეშფოთებას, რომელიც ამ საკითხის გარშემო საქართველოში არსებობს. ემიგრანტებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ფიზიკურად არ ვიმყოფებით, ორმაგად რთულია იმ პერსპექტივის ყურება და გააზრება, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს საქართველომ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი გარკვეული კომერციული ინტერესების გამო. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ისიც, რომ დასავლეთის კულტურულ წრეებში ამ საკითხისადმი არსებობს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სრულ დაპირისპირებაში მოდის საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან და განცხადებებთან. ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ახლოვდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი, ჩვენი სამშობლოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სწორედ უცხოელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინება უნდა იყოს და არა ვიწრო კომერციული ინტერესები. მოვუწოდებთ საქართველოს უმაღლეს ხელისუფალთ, ყურადღებით მოეკიდნონ კვალიფიციური და სანდო უცხოური ინსტიტუტების გაფრთხილებას და არ გადადგან ნაბიჯი, რომელიც მნიშნელოვნად დააზიანებს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, არამედ მთლიანად საქართველოს იმიჯს მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილის თვალში. ჩვენ, გერმანელ ემიგრანტებს განსაკუთრებულად გვიმძიმს ეს ფაქტი. ფაქტიურად, ქართული მხარის მხრიდან ხდება გერმანული მხარის დადანაშაულება არაპროფესიონალიზმსა და მერკანტილიზმში. გერმანია ძალიან დიდ დახმარებას უწევს ქართველ ემიგრანტებს გერმანიაში და საქართველოზე განსაკუთრებული მზრუნველობითაც გამოირჩევა. ვფიქრობთ, რომ ამ ფაქტის ასე დატოვება დიდი დიპლომატიური მარცხი იქნება დღევანდელი მთავრობისთვის და ეს შეცდომა სასწრაფოდ გამოსასწორებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი არ დარჩება მხოლოდ კულტურის სამინისტროსთვის მინდობილი, რომელიც აშკარად ვერ ავლენს ადექვატურობას და კვალიფიცირებულობას დღევანდელ რეალობაში. პატივისცემით ქართველი ემიგრანტები გერმანიიდან 10259961_620752511341106_3655319670952131766_nგვინდა გაცნობოთ, რომ ყველა ერთსულოვანი ვართ ამ დამოკიდებულებაში და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, რომ როგორც შევძლებთ გვერდში დავიუდგეთ ჩვენს ქვეყანას და მეგობრებს საქართველოში გურამი შანიძე ხატია ღუდუშაური გიორგი სარქისიანი სოზარი შარია ბექა ჩაჩავა მარიკა კუპრაძე სოლომონ მჟავანაძე თაზო კირვალიძე ლელა რაფავა მაია თოდუა

Please follow and like us: