საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე.

მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე ასევე, შედგა სიტყვიერი შეთანხმება -თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ, განმარტავენს სამინისტროში.

მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, თურქეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის დირექტორი აბდულა კოჯაფინარი, საგარეო ურთიერთობისა და ევროკავშირთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ონურ გოზე.

გარდა ამისა, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 17 აპრილს, თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.

Please follow and like us: