კაზრეთში, კარვების აქციას საყდრისის დასაცავად, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, დღეს ქართული ოცნების წარმომადგენელი, პარლამენტარი ნუკრი ქანთარია ესტუმრა.
აქციის მონაწილეებსა და პარლამენტარს შორის საუბარი შედგა. ნუკრი ქანთარიამ მონაწილეებს აღუთქვა დახმარება და დაპირდა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდება, მოხდეს კომპეტენტური კომისიის შეშვება ადგილზე, განხორციელდეს არსებული ვითარების ანალიზი, რთა შესაბამისი დასკვნა დაიდოს.
აღსანიშნავია, რომ ნუკრი ქანთარიამ დღეს ქუთაისის რეისი გადადო და კარვების აქციას ესტუმრა, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს აქციის მონაწილეების მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები აღდგომის ბრწყივალე დღესასწაულსაც კაზრეთში, კარვებში შეხვდრბიან.
15.04.14