მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი დახმარების სახით, 400 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულები 200 ლარს მიიღებენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სოციალური დახმარება მათ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველყოფა პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა. რაც შეეხება თბილისში მცხოვრებ ომის ვეტერანებს, მათთვის შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გაცემა თბილისის მერიას ეთხოვა. ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავი 9 მაისს აღინიშნება. 16.04.14