ჯანდაცვის პროგრამების მმართველობა, რომელსაც სანდრა რულოვსი ხელმძღვანელობდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრმა გადაიბარა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარია გლობალური ფონდის პროგრამების მმართველობის ცვლილებაზე.
2014 წლის აპრილიდან, გლობალური ფონდის შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების განხორციელებას იბარებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. დღესვე, ჯანდაცვის სამინისტრო, გლობალური ფონდის პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეათანხმებს საბჭოს ხელმძღვანელობის ახალი არჩევნების პროცედურებს.
საბჭოს დღემდე სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გლობალურ ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა 2002 წლიდან იწყება.
2010-2013 წლებში საგრანტო პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა, ხოლო 2014 წლიდან პროგრამა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობაში გადადის, რაც მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის პროგრამების ფინანსური მდგრადობისათვის.
ტუბერკულოზის 11 მილიონი ევროს საგრანტო პროგრამას 1 აპრილს მოეწერა ხელი, ხოლო შიდსის პროგრამის 17.5 მილიონი ევროს საგრანტო ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში დასრულდება.
17.04.14