3 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
4 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
21 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
21 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
1 დღის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

1367302784_guram_odishariaსაყდრისში დღეს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას ჩასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კულტურის სამინისტროს ცნობით, საყდრისში გუშინ კულტურის სამინისტროდან მონიტორინგის ჯგუფები იყო გაგზავნილი.

დღეს კულტურის სამინისტროში ამ ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაცია დახურულ სამუშაო თათბირებზე განიხილება, რის შემდეგაც გურამ ოდიშარია საყდრისში ჩასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს გადასარჩენად “საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრები აქციებს 14 აპრილიდან მართავენ. საბადოს მოპირდაპირე მთაზე მათ კარვები გაშალეს. აქციების მიმდინარეობისას, კომპანია RMG-ის დაცვის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია სამუშაოებს დარღვევით აწარმოებს და სასამართლო პროცესის დასრულებამდე ამ სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.

ამასთან, 19 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საყდრისში მიმდინარე სამუშაოები “საზოგადოებრივი მაუწყებელის” წინაც გააპროტესტეს, სადაც კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია გადაცემაში უნდა მისულიყო. თუმცა, ოდიშარიამ ტელევიზიაში მისვლის გადაწყვეტილება შეცვალა.

22.04.14

Please follow and like us: