საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, 23 აპრილს, საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძე საბერძნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძე შეხვდება საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ, იოანის ტრაგაკისს, ასევე, საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინოს ციარას და ამავე კომიტეტის წევრებს.
22.04.14