7 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
16 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

guram-odishariaკულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კაზრეთში კომპანია RMG-ს ტერიტორიაზე იმყოფება და საპროტესტო აქციის ოთხ მონაწილესთან ჟურნალისტების გარეშე შეხვედრას ითხოვს. აღნიშნული თხოვნა მინისტრმა აქციის მონაწილეებს პოლიციის უფროსის მეშვეობით გადასცა.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს შორის აღნიშნულმა შეთავაზებამ დაპირისპირება გამოიწვია. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და კიდევ სამი პირი აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმდებოდა, თუმცა, დანაჩენმა წევრებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალისტების გარეშე მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ.

ისინი ითხოვენ, გურამ ოდიშარია იმ ადგილას მივიდეს, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და კომიტეტის წევრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კარვები აქვთ გაშლილი.

საბოლოოდ, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მოითათბირონ და საერთო გადაწყვეტილება მიიღონ, შეხვდება თუ არა კომიტეტის ოთხი წევრი მინისტრს. ამ წუთებში კომიტეტის წევრები სათათბიროდ არიან შეკრებილი.

22.04.14

Please follow and like us: