news_18570დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საბერძნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს. შეხვედრის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძე შეხვედრას გამართავს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან იოანის ტრაგაკისთან, ასევე საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინოს ციარასთან და ამავე კომიტეტის წევრებთან.

23.04.14

 

 

 

Please follow and like us: