3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართლებრივი პროგრამების ბიუროს (INL) მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრა ობოლაძე, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი ბესიკ ცხადაძე და პრობაციის ოფიცრები: თამარ ჭანტურია და კოშკარ ოსმანოვი.

სააგენტოს ინფორმაციიტ, ვიზიტი სასწავლო ხასიათისაა და მიზნად ისახავს, დელეგაციას გააცნოს ამერიკის შეერთებული შტატების პრობაციის სისტემა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მუშაობის თავისებურებები. უახლოეს მომავალში საქართველოშიც ამოქმედდება ანალოგიური ტიპის დაწესებულება და ამდენად, მისი სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დელეგაციის წევრებს ასევე საშუალება ექნებათ, დეტალურად შეისწავლონ ფედერალურ პრობაციის სისტემაში რისკისა და საჭიროების განსაზღვრის პროცესის ძირითადი ასპექტები, აცხადებენ სააგენტოში.

ვიზიტის  პერიოდში (14-21 აპრილი) დელეგაცია მოინახულებს ტეხასის შტატის პრობაციის ორ დეპარტამენტს, თავისუფლების შეზღუდვის ორ დაწესებულებას და პრობაციის სასწავლო ცენტრს.

15.04.13

Please follow and like us: